რობ პორტმანი: ჩვენ უნდა შევიყვანოთ უკრაინა და საქართველო ნატო-ში

ჩვენ უნდა შევიყვანოთ უკრაინა და საქართველო ნატო-ში, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი რობ პორტმანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა შეუთავსოს მკაცრი რიტორიკა მკაცრ ქმედებებს.

„მართალია, მე მიხარია, რომ პრეზიდენტმა ისუბრა უკრაინაზე პრეზიდენტ პუტინთან, მხოლოდ სიტყვები არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა შევიყვანოთ უკრაინა და საქართველო ნატო-ში და ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა შეუთავსოს მკაცრი რიტორიკა მკაცრ ქმედებებს“, – წერს ამერიკელი სენატორი.

ამასთან, რობ პორტმანმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ისურვებდა აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს მეტი ესაუბრათ ბელარუსსა და საქართველოზე.

„რაც შეეხება, რუსეთის ჩარევას აღმოსავლეთ ევროპაში, მოხარული ვარ, რომ უკრაინა იყო დღის წესრიგის ნაწილი. ვისურვებდი, რომ ასევე ყოფილიყო მეტი საუბარი ბელარუსზე და საქართველოზე. შესაძლოა, ამის შესახებ მოგვიანებით მეტი შევიტყოთ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს საუბარი შედგა. რაც შეეხება საქართველოს, უკრაინას და სხვა ქვეყნებს, ჩვენ უნდა დავუშვათ ისინი ჩვენსკენ, დასავლეთისკენ, დემოკრატიისკენ არიან შებრუნებულები და ჩვენ უნდა მივიღოთ ისინი“, -განაცხადა სენატორმა.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს გაიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები