სალომე სამადაშვილი: პრემიერის მიმართ ძალიან მწვავე კითხვები გვექნება, რაც, პირველ ყოვლისა, უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებას უკავშირდება

“პრემიერმინისტრის მიმართ ძალიან მწვავე კითხვები გვექნება, რაც, პირველ ყივლისა, უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებას უკავშირდება”, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში სიღარიბე საგრძნობლად გაიზარდა მაშინ, როცა პრემიერმინისტრი ამბობს, რომ წარმატებით გაართვა თავი ეკონომიკურ გამოწვევებს.

„პრემიერმინისტრის მიმართ ძალიან მწვავე კითხვები გვექნება, რაც, პირველ ყოვლისა, იმ უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებას უკავშირდება, რაც ქვეყანაშია შექმნილი, რადგან ანგარიში მთლიანად აცდენილია იმ რეალობას, რაც ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე დგას სოციალური, ეკონომიკური თვალსაზრისით. ქვეყანაში სიღარიბე საგრძნობლად გაიზარდა მაშინ, როცა პრემიერმინისტრი გვეუბნება, რომ წარმატებით გაართვა თავი ეკონომიკურ გამოწვევებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს 25 ივნისს წარუდგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები