კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 414, იმერეთში – 82, ქვემო ქართლში – 50

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 741 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 414 შემთხვევა, აჭარაში – 38, იმერეთში – 82, ქვემო ქართლში – 50, შიდა ქართლში – 40, გურიაში – 2, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 39, კახეთში – 37, მცხეთა-მთიანეთში – 16, სამცხე-ჯავახეთში – 13, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 060 საიდანაც: 2 926 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 618, აჭარაში – 234, იმერეთში – 388. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 647 პირი, მათ შორის, თბილისში – 287, აჭარაში – 58, იმერეთში -132. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 181 პირი, მათგან თბილისში – 118, აჭარაში – 9, იმერეთში – 14. 602 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 348 – თბილისში, 221- აჭარაში. 5 532 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები