საქართველოში კორონავირუსის 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 945 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 945 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 350 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 359, „პისიარ“ ტესტით – 13 991.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,36%, ბოლო 14 დღის – 2,49%, ბოლო 7 დღის – 2,4%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 356 920 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 342 720 გამოჯანმრთელდა, 5 114 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 221 156 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 302.

კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 926 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 602 პირი.

გუშინ, 16 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 811 შემთხვევა გამოვლინდა, 672 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები