თორნიკე მამალაძე: ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი განხილვაში მიიღო
ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი განხილვაში მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ევროპულმა სასამართლომ ჩემი ძმის სარჩელი დააკმაყოფილა და განხილვაში მიიღო. დაწყებულია კომუნიკაცია. იმედი მაქვს აქ მაინც იზეიმებს სამართალი!”, – წერს თორნიკე მამალაძე.
ცნობისთვის, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.