თბილისში პოლიციის განყოფილებიდან მამაკაცი გადახტა
რამდენიმე წუთის წინ თბილისში, პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებიდან მამაკაცი გადახტა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი განყოფილებაში ყოფილი მეუღლის საჩივრის საფუძველზე შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზნით დაიბარეს.
მოულოდნელად ის შენობის მეორე სართულიდან გადახტა. დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
წყარო:რუსთავი 2