ეკატერინე ტიკარაძე: მასობრივი იმუნიზაციისთვის, რომელიც ივლისიდან დაიწყება, ყველა რესურსი მობილიზებულია
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ივლისის თვიდან ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაცია დაიწყება.
მისივე თქმით, ამისთვის ყველა რესურსი მობილიზებულია.
„ქვეყანაში აბსოლუტური მზაობაა, ეს პროცესი მიმდინარეა. როგორც დაანონსებულია, ივლისის თვიდან უკვე დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია ქვეყანაში. ამისთვის მობილიზებულია ყველა რესურსი, როგორც ამცრელი ბრიგადები, ასევე, ამცრელი ბრიგადებისთვის საჭირო გადამზადებები და ტრენინგები. ასევე, ის საჭირო მოცულობები, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ეს პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება”, – აცხადებს ტიკარაძე.