მეუფე იაკობი: სახალხო დამცველს ჯერ თბილისში შევხვდები, ცივილიზებულად დავილაპარაკებთ

პანსიონში სიტუაციის დალაგება მინდა, გარედან ძალიან აურიეს – სახალხო დამცველს ჯერ თბილისში შევხვდები, ცივილიზებულად დავილაპარაკებთ, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ნახავს, რომ პანსიონში სერიოზული დარღვევაა, ყველა ფაქტზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

„სანამ არ გავერკვევი ბოლომდე, რა ხდება, მანამდე ბავშვებთან შეშვებაზე… ბავშვები ძალიან დასტრესილები არიან, შემოვიდნენ და კითხვა – პასუხი, თუნდაც სახალხო დამცველმა დაუსვას…აქ მუშაობენ სოციალური მუშაკები. სოციალურ მუშაკებს მონიტორინგიც აქვთ და 24 საათი აქ არიან. სანდო ხალხია. ცოტა ხანი დაგვაცადონ. ჯერ თბილისში შევხვდები, შემდგომ ცივილიზებულად დავილაპარაკებთ. სანამ ბავშვები ამ მდგომარეობაში არიან, მართალი ვიქნები, რომ არავინ მივაკარო ადვოკატის გარდა. აქ სიტუაციის დალაგება მინდა, იმისთვის, რომ სიტუაცია აბსოლუტურად დალაგდეს. გარედან ძალიან აურიეს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები