გაერო-ს ექსპერტები ეჭვობენ, რომ ჩინეთში პატიმრებს შინაგან ორგანოებს აცლიან

გაერო-ს 12 ექსპერტი აცხადებს, რომ ჩინეთის ციხეებში პატიმრებს, რომლებიც ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან, შინაგან ორგანოებს აცლიან. მათი თქმით, ეს ინფორმაცია “ნდობას იმსახურებს”.

ამის შესახებ Deutche Welle წერს.

”ჩინეთში ორგანოების იძულებითი ამოღება ხორციელდება ეთნიკური, ენობრივი ან რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებში, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში იმყოფებიან და მათ ხშირად არ ეუბნებიან დაკავების მიზეზებს ან არ არსებობს მათი დაკავების ორდერი”, – ნათქვამია ექსპერტების დასკვნაში.

გაერო-ს ექსპერტთა ინფორმაციით, ყველაზე პოპულარული ორგანოებია: გული, თირკმლები, ღვიძლი და თვალის რქოვანა და ეს ღონისძიება გამოიყენება მოძრაობა ფალუნგუნის წევრების, უიგურების, ტიბეტელების, მუსლიმებისა და ქრისტიანების მიმართ.

გავრცელებულ ინფორმაციას ჟენევაში ჩინეთის წარმომადგენლობის წევრი გამოეხმაურა და გაერო-ს ექსპერტები სიცრუეში დაადანაშაულა.

მისი თქმით, პეკინი დაიცავს თავს ამ ბრალდებებისგან და კატეგორიულად უარყოფს მათ.

მისივე  შეფასებით, ექსპერტები ანტიჩინური დეზინფორმაციის მსხვერპლნი გახდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები