თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებმა მუშაობა განაახლეს
“თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებმა მუშაობა განაახლეს”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლები უცხოელ მოგზაურებს აეროპორტებში გააცნობენ როგორც კოვიდ-რეგულაციებს, ასევე, ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციას.
“ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების მიზანია საქართველოში ჩამოსული და ადგილობრივი ტურისტის სრულყოფილი ინფორმირება ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული პროდუქტის შესახებ, საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და ახალი პროდუქტის პოპულარიზაცია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.