საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 083 პირი ემსხვერპლა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 734 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 425 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 309 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 092 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 355 368-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.67 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.60%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.33%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 775 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 341 103-მდე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები