დავით ზალკალიანი: ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ნატო-ს სამიტზე არ ყოფილა, ეს ძალინ კარგად უნდა ახსოვდეთ ადამიანებს, ვინც ასეთ სიცრუეს ავრცელებს, რადგან სწორედ ისინი იყვნენ მაშინ ხელისუფლებაში

ეს არ არის პირველი შემთხვევა,როდესაც საქართველო არ ყოფილა ნატო-ს სამიტზე, ძალინ კარგად უნდა ახსოვდეთ იმ ადამიანებს, ვინც ასეთ სიცრუეს ავრცელებს, რადგან სწორედ ისინი იყვნენ მაშინ ხელისუფლებაში , – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველო მიწვეული არ ყოფილა ნატო-ს სამიტზე საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

“კონკრეტული ფაქტებით შემიძლია ვესაუბრო ოპონენტებს მაშინ, როდესაც საქმეს ეხება ჩვენ ქვეყანას, ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის ნატოში ინტეგრაციის საკითხს. ვფიქრობ, მიუღებელია ოპონენტების მხრიდან აბსოლუტურად გაუმართლებელი პოლიტიკური მიზნებისთვის თუ ქულებისთვის და არ მგონია, რომ ეს ტყუილები და სიცრუე მათ რაღაცა პოლიტიკურ ქულებს და ღირსებას შემატებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო არ ყოფილა ნატოს სამიტზე.

ძალინ კარგად უნდა ახსოვდეთ იმ ადამიანებს, ვინც ასეთ სიცრუეს ავრცელებს, რადგან სწორედ ისინი იყვნენ მაშინ ხელისუფლებაში და არ მინდოდა ამის თქმა, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან მესაუბრა ოპონენტებთან საქართველოსთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, მაგრამ ფაქტია, რომ არც 2009 წელს მაშინ, როდესაც ზუსტად ანალოგიური სიტუაცია იყო და აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია და ახალი პრეზიდენტი იყო ჩასული სამიტზე და მხოლოდ ვიწრო შემადგენლობით შეიკრიბა სამიტი არ იყო მიწვეული საქართველო.

ისევე როგორც 2005 წელს, როდესაც საქართველო არ ესწრებოდა სამიტს. ეს არის ფაქტები. აბსოლუტურად მიუღებელია ასეთი სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. აქ უნდა იყოს სრული კონსოლიდაცია ყველა ოპონენტის თუ პოლიტიკური პარტიის, რადგან საქმე ეხება მთავარს – ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს ნატოში ინტეგრაციას” , – განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები