ედიშერ ქარჩავა: მეუფე სპირიდონმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა

საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, მეუფე სპირიდონმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანლის პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

მისივე თქმით, პანსიონის დირექტორად ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ილია მეორის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა.

“მეუფე სპირიდონმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. რა თქმა უნდა, ეს შეთანხმდა მის უწმინდესობასთან. მე არაერთხელ ვთქვი, რომ იურიდიულ პირთან დაკავშირებით, ანუ პანსიონი არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რასაც ჩვენ აიპ-ს ვეძახით და ამ აიპ-ის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, დირექტორის დანიშვნა-გათავისუფლების საკითხს ერთპიროვნულად იღებს კათოლიკოს-პატრიარქი. აქედან გამომდინარე, კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანების საფუძველზე, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დღეს დირექტორად დაარეგისტრირა მეუფე იაკობი”, – განმარტა ქარჩავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები