ანდრია ჯაღმაიძე: ნინოწმინდის პანსიონის ტერიტორიაზე რამდენიმე მცირე შენობა აშენდება, სადაც ბავშვები გადანაწილდებიან

“ნინოწმინდის პანსიონის ტერიტორიაზე რამდენიმე მცირე შენობა აშენდება, სადაც ბავშვები გადანაწილდებიან”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, ახლა მთავარია, რომ ნინოწმინდის პანსიონში ვითარება განიმუხტოს.

,,2022 წლის პირველი აპრილისთვის ჩვენ გვქონდა ვალდებულება, რომ დიდი ზომის პანსიონები მოგვერგო ახალ სტანდარტებზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მცირე ზომის დაწესებულებაში 12-ბავშვამდე განთავსდებოდა, რაც უფრო მეტად კეთილმოწყობილ გარემოს გულისხმობს, რაც უფრო მეტად იქნება ოჯახურ პირობებთან დაახლოებული.

გარკვეულმა ვნებათაღელვამ, კარჩაკეტილობამ გამოიწვია ის რომ, ეს საკითხი მძაფრად დადგა. გუშინდელი შეხვედრა სწორედ ამას ემსახურებოდა,  კიდევ ერთხელ გვეთქვა, რომ უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი და ვგეგმავთ, რომ ნინოწმინდის პანსიონის ტერიტორიაზე ეს პროექტი განხორციელდეს. რამდენიმე მცირე ზომის პანსიონში გადანაწილდებიან ბავშვები და საპატრიარქოს ზედამხედველობის ქვეშ შეძლებენ ამ პანსიონით სარგებლობას.

იქ სოციალური მუშაკები დღემდე მუშაობენ და ბავშვები მათი დაკვირვების ქვეშ არიან. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც განაცხადა, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები