ირაკლი ღარიბაშვილი ნაფტალი ბენეტს ისრაელის პრემიერმინისტრად დანიშვნას ულოცავს

„გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ! საქართველოსა და ისრაელს 26-საუკუნოვანი უნიკალური მეგობრობა და საერთო კულტურული მემკვიდრეობა აკავშირებს.

მოუთმენლად ველი თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა ჩვენი ძმური ერების წარმატებისთვის ჩვენი ძლიერი პარტნიორობა განვამტკიცოთ და გავაღრმავოთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი Twitter-ზე წერს.
13 ივნისს ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის ახალი კოალიციური მთავრობა დაამტკიცა. ქვეყნის ახალი პრემიერმინისტრი მემარჯვენე ნაფტალი ბენეტი გახდა. მან თანამდებობაზე ბენიამინ ნეთანიაჰუ შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობას 12 წლის განმავლობაში იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები