დავით ბაქრაძე: კვორუმის გაზრდა არ არის საკმარისი და არ ნიშნავს პოლიტიკური დევნის დასრულებას
კვორუმის გაზრდა არ არის საკმარისი და არ ნიშნავს პოლიტიკური დევნის დასრულებას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
ბაქრაძის თქმით, ჯერ კიდევ შესასრულებელია უფრო რთული და მნიშვნელოვანი ეტაპები – სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმები.
,,კვორუმის გაზრდა სწორი ნაბიჯია, რადგან მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალას საშუალება არ უნდა ჰქონდეს, რომ სანქცია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დაპატიმრებაზე გასცეს, ეს როგორც ორჯერ მოხდა ნიკა მელიას შემთხვევაში, როცა ვნახეთ, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხმებით ნიკა მელიას იმუნიტეტი ორჯერ მოუხსნეს.
ეს არ არის საკმარისი და არ ნიშნავს პოლიტიკური დევნის დასრულებას. პოლიტიკური დევნის დასრულება ბევრად უფრო მნიშვნელოვან კომპონენტები მოიცავს, მათ შორის პროკურატურის რეფორმას და გენერალური პროკურორის ახალი წესით არჩევას. ჯერ კიდევ შესასრულებელია უფრო რთული და მნიშვნელოვანი ეტაპები – სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმები“, – განაცხადა ბაქრაძემ.
დეპუტატის დაკავება/დაპატიმრებაზე, ან მისი საცხოვრებელი სახლის ან სამუშაო ადგილის ჩხრეკაზე პარლამენტის მხრიდან თანხმობის მიცემის კვორუმი იცვლება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომლის ინიციატორია ფრაქცია „ქართული ოცნება“.