იენს სტოლტენბერგი: ნატო-ს შავ ზღვაში მნიშვნელოვანი პარტნიორები ჰყავს – საქართველო და უკრაინა

“ნატო-ს შავ ზღვაში მნიშვნელოვანი პარტნიორები ჰყავს – საქართველო და უკრაინა”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ნატო საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზეც მუშაობს.

„ნატო-ს შავ ზღვაში მნიშვნელოვანი პარტნიორები ჰყავს – საქართველო და უკრაინა. ჩვენ ვაძლიერებთ თანამშრომლობას საქართველოსა და უკრაინასთან. უკრაინას ვეხმარებით საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

დღეს ბრიუსელში ნატო-ს სამიტი იმართება, რომელზეც საქართველოს საკითხიც განიხილება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები