იენს სტოლტენბერგი: ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიული მოქმედების ნიმუშს უკრაინასა და საქართველოში

NATO Secretary General Jens Stoltenberg during a press conference before NATO Foreign Ministers will meet in Antalya, Turkey.

“ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიული მოქმედების ნიმუშს მეზობლების წინააღმდეგ, უკრაინასა და საქართველოში”,– ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის გახსნაზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო-სა და რუსეთის ურთიერთობები ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა, თუმცა, ალიანსს რუსეთთან დიალოგის გაგრძელება სურს.

,,ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიული მოქმედების ნიმუშს მეზობლების წინააღმდეგ უკრაინასა და საქართველოში, ასევე, კიბერთავდასხმებსა და მოწამვლის შემთხვევებს. სწორედ ამან გამოიწვია ურთიერთობების გაუარესება”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს ლიდერები დღეს დაამტკიცებენ ალიანსის დღის წესრიგს – ნატო 2030, რომელიც კოლექტიური თავდაცვისა და ტექნოლოგიური მიმართულების გაძლიერებას ეხება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები