კრწანისის ქუჩაზე ავარიის დროს დაშავებული კიდევ 1 პირი გარდაიცვალა

კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია “კვირას” კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსში” დაუდასტურეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, სამკურნალო დაწესებულებაში რჩება ავარიისას დაშავებული კიდევ 3 ადამიანი.

12 ივნისს კრწანისში, “ნიუ ჰოსპიტალსის” ეზოში სატვირთო მანქანა შევარდა და რამდენიმე ავტომობილი მოიყოლა. სატვირთოს მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, 8 ადამიანი კი დაშავდა. მოგვიანებით ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები