საქართველოს ეუთო-ს გენერალური მდივანი ეწვია
ეუთო-ს გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი თბილისშია. საქართველოში ვიზიტის შესახებ ჰელგა მარია შმიდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ახლახან ჩამოვედი თბილისში. მოუთმენლად ველი ოფიციალურ პირებთან, პარლამენტარებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას და საკუთარი თვალით მსურს, ვნახო კონფლიქტისგან დაზარალებული ადამიანების მდგომარეობა. ეუთო განაგრძობს მსგავსი ძალისხმევის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში“, – წერს შმიდი.