მარინა კალიურანდი: მადლობას ვუხდი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მნიშვნელოვანი ნაბიჯების ხელშეწყობისთვის

“მივესალმები აზერბაიჯანის მიერ 15 დაკავებული სომეხი პირის გათავისუფლებასა და სომხეთის მხრიდან აღდამის რეგიონის დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემას”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ის მადლობას უხდის საქართველოს ამ პროცესის ხელშეწყობისთვის.

„მივესალმები აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას, აგრეთვე, სომხეთის მიერ აღდამის რეგიონში ნაღმების რუკების გადაცემას. მადლობას ვუხდი საქართველოს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯების ხელშეწყობისთვის. მოვუწოდებ ორივე მხარეს, გააგრძელონ ეს გზა“, – წერს მარინა კალიურანდი.

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირადი ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები