სენაკი-ხორშის გზაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

სენაკი-ხორშის გზაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხში დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც “კვირას” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლებით (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები