11 დაღუპული და 144 დაშავებული – ჩინეთის ბაზრობაზე ბუნებრივი აირი აფეთქდა

ჩინეთში, აგრობაზრობაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. სულ მცირე, დაღუპულია 11 ადამიანი და დაშავებულია 144. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაშავებულებს შორის 37 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. აფეთქების მიზეზი შესაძლოა ბუნებრივი აირის გაჟონვა გამხდარიყო. აფეთქება, ადგილობრივი დროით, 06:30 საათზე მოხდა. შედეგად, დაინგრა ბაზრობის შენობა. ჩაიმსხვრა ირგვლივ მდებარე შენობების ფანჯრები.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, დროის მიუხედავად, ბაზრობაზე მყიდველები მაინც იყვნენ. გარდა ამისა, ადამიანები ირგვლივ არსებულ დაწესებულებებში საუზმობდნენ.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები