ნათია თურნავა: პროგრამის „აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით სამკერვალო საწარმო „იმერს” ახალი სიცოცხლე მიეცა

„ქუთაისის ერთ-ერთ უძველეს საწარმოს „იმერს“, რომელიც 90 წლის არის პროგრამის „აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით ახალი სიცოცხლე მიეცა. პროგრამაში მონაწილეობით მოხდა საწარმოს გადაიარაღება. დღეს „იმერი” წარმოებული პროდუქციის უდიდეს ნაწილს ექსპორტზე გზავნის, საწარმოში კი 400 ადამიანია დასაქმებული”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც ქუთაისში სამკერვალო საწარმო „იმერის” საწარმოო პროცესს გაეცნო.

მინისტრს საწარმოს მფლობელმა მაია სიმონიძემ მიაწოდა ინფორმაცია განვითარების გეგმებისა და ახალი საერთაშორისო პარტნიორების შესახებ. „იმერში” უკვე მზადდება პროდუქცია ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის, როგორიცაა გერმანული Lebek-ი და Joy Lucy-ი, აგრეთვე ბრიტანული Marks&Spencer-ი.

სამკერვალო კომპანია „იმერი” პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარია 2016 წლის დეკემბრიდან. საწარმო ორიენტირებულია პალტოების, ლაბადების და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი დამზადებაზე. 2016 წელს საწარმო გაფართოვდა, რამაც კომპანიას მისცა საშუალება უფრო მეტი დასავლელი პარტნიორი ჰყოლოდა. ჯამურმა ინვესტიციამ 315,000 ევრო შეადგინა. ინვესტიციით საწარმოში 170 სამუშაო ადგილი შეიქმნა. მთლიანად, საწარმოში 400 ადამიანია დასაქმებული. საწარმოს პროდუქცია თითქმის მთლიანად ექსპორტზე გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები