გია აბაშიძე – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე: საქართველოს რეგიონული მედიატორის ფუნქცია დაუბრუნდა და ამაში უმნიშვნელოვანესია პირადად ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობა
“დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ამბავი გახდა ცნობილი – საქართველოს პრემიერმინისტრის ხელშეწყობითა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის აქტიური ჩართულობით, განხორციელდა ჰუმანური აქტი”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს და საქართველოს ხელშეწყობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება.
მისივე თქმით, მსგავსი ფაქტი მიუთითებს, რომ საქართველოს რეგიონული მედიატორის ფუნქცია დაუბრუნდა და ამაში უმნიშვნელოვანესია პირადად ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობა.
„ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და მეზობლებისთვის (ჩრდილოელის გამოკლებით) საქართველო რეგიონული თანამშრომლობის საიმედო გასაღებად აღიქმება.
დღეს, საკმაოდ მნიშვნელოვანი ამბავი გახდა ცნობილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელშეწყობითა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის აქტიური ჩართულობით, განხორციელდა ჰუმანური აქტი. აზერბაიჯანმა გაათავისუფლა კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე, რომლებიც საქართველოს გავლით, საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.
მსგავსი ფაქტი მიუთითებს, რომ საქართველოს რეგიონული მედიატორის ფუნქცია დაუბრუნდა და ამაში უმნიშვნელოვანესია პირადად ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობა.
საქართველოს ნადვილად გააჩნია იმის პოტენციალი, რომ რეალური წვლილი შეიტანოს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაში – რეგიონში განვითარდეს ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა, გაუმჯობესდეს პოლიტიკური და უსაფრთხოების გარემო“, – აღნიშნავს ანალიტიკოსი.