თამთა მეგრელიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ჩართულობით, თბილისი გახდა ერთგვარი პლატფორმა დიალოგისთვის

“სამხრეთ კავკასიას, როგორც არასდროს, ისე ესაჭიროება მშვიდობა და განვითარება,
ამ პროცესში კი საქართველოს როლი განუზომლად დიდია!”, – ამის შესახებ იურისტი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, პრემიერის ჩართულობით, თბილისი გახდა ერთგვარი პლატფორმა დიალოგისთვის

“ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ჩართულობით, თბილისი გახდა ერთგვარი პლატფორმა დიალოგისთვის და აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.
საბედნიეროდ სომხეთის თხუთმეტივე მოქალაქე საქართველოს ტერიტორიის გავლით, ოჯახებს დაუბრუნდა.
საქართველომ კი დაიბრუნა რეგიონული როლი – მედიატორის ფუნქცია და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში, რეგიონში პოლიტიკური თუ უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებაში.
მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანასა და მთელ რეგიონს!”, – წერს მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები