მამუკა ხაზარაძე ფინანსთა მინისტრზე: ტრიბუნაზე არ იდგა მაღალი კლასის ფინანსური მენეჯერი

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბუღალტრულ აღრიცხვას ვისმენთ, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს პროფესიონალი ბუღალტერი გვიყვება რამდენი მიიღო სახელმწიფომ ვალი და რამდენი გადაანაწილა. ამ ტრიბუნაზე არ იდგა მაღალი კლასის ფინანსური მენეჯერი. ამ ქვეყნისთვის რაღაც უნდა გამოვიდეს სასიკეთო და არა ის ყველაფერი რასაც ჩვენ ვისმენთ.

სხვა შემთხვევაში ეს დარჩება ბუღალტერიად და თქვენ შეხვალთ ისტორიაში როგორც ამ ქვეყნის ბუღალტერი და არა როგორც ფინანსთა მინისტრი“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ლაშა ხუციშვილს უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები