სტოლტენბერგმა თქვა, თუ რას უნდა ელოდოს საქართველო ბრიუსელის სამიტისგან

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბრიუსელის სამიტზე ალიანსის ლიდერები “ღია კარის” პოლიტიკის ერთგულებას დაადასტურებენ, ასევე, უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ამის შესახებ მან ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ველოდები, რომ ნატო-ს ლიდერები, დაადასტურებენ “ღია კარის” პოლიტიკას. სამიტზე მოხდება საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის დემონსტრირება. ყურადღება გამახვილებულია რეფორმებზე და ჩვენ გავაგრძელებთ მათ ამ რეფორმების განხორციელებაში”, – თქვა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, უკრაინა და საქართველო ორი ძალიან ღირებული პარტნიორია, რომლებსაც ნატო პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევს.

”მნიშვნელოვანია ამ პარტნიორობის განმტკიცება თუნდაც იმიტომ, რომ ეს პარტნიორები გახდნენ რუსეთის აგრესიის სამიზნეები”, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

თავის გამოსვლაში სტოლტენბერგმა ასევე თქვა, რომ ლიდერები სამიტზე განიხილავენ “ჩინეთის აღზევების გავლენას უსაფრთხოებაზე და რუსეთის აგრესიულ ქცევას, ასევე, ჩვენი პარტნიორების უკრაინასა და საქართველოს მხარდაჭერას”.

ნატო-ს სამიტი 14 ივნისს ბრიუსელში ჩატარდება. ღონისძიებაზე საქართველო და უკრაინა მიწვეულნი არ არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები