„ახალი მულტიმოდალური ტერმინალი აშენდა და დასრულდა გლობალური პანდემიის პირობებში, მაშინ, როდესაც მსოფლიოსა და საქართველოს ეკონომიკას ყველაზე მეტად უჭირდა“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ბათუმში, ახალი მულტიმოდალური ტერმინალის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო მასპინძლობს პროექტს, რომელიც არის მაგალითი, რომ ქვეყანა უკვე არის ძალიან ძლიერი, ლოგისტიკური ჰაბი.
,,ახალი მულტიმოდალური ტერმინალი აშენდა და დასრულდა გლობალური პანდემიის პირობებში, მაშინ, როდესაც მსოფლიოსა და საქართველოს ეკონომიკას ყველაზე მეტად უჭირდა. არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც განსაკუთრებით გვიხარია ამ ტერმინალის ამოქმედება; ესაა საერთაშორისო, გლობალური ინვესტიცია. ეს ნიშნავს, რომ საქართველო, როგორც რეგიონის კარიბჭე და ბათუმის პორტი, რომელიც ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა და კვლავაც შეასრულებს დასავლური და აღმოსავლური ბაზრების დაკავშირებაში, რეალურად, მასპინძლობს პროექტს, რომელიც არის მაგალითი, რომ საქართველო უკვე არის ძალიან ძლიერი, ლოგისტიკური ჰაბი. აქ შეზავებულია შუააზიელი, ამერიკელი და ქართველი ინვესტორების საერთო ბიზნესინტერესი.
ეს იქნება მზარდი, საინტერესო, მომგებიანი, პესპექტიული ბიზნესი ინვესტორებისთის და ნიშანი იმისა, რომ საქართველო მართლაც საუკეთესო, ლოგისტიკური ჰაბი რეგიონში. აბრეშუმის გზა სწორედ საქართველოზე გადის და აქ მეტი ახალი პროექტი უნდა განხორციელდეს. ძალიან ამაყები ვართ, რომ დღეს საქართველოში, შავი ზღვის არეალში ბევრი საინტერესო პროექტი მიმდინარეობს და ერთ-ერთი „პირველი მერცხალი“ სწორედ ეს ტერმინალია. პროექტი ასაქმებს 100-ზე მეტ ადამიანს და მომავალში კიდევ უფრო მეტ ადგილობრივს დაასაქმებს. ის ულტრათანამედროვე, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიებითაა აშენებული“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ბათუმში პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდავი ახალი ტერმინალი გაიხსნა, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს.