ირაკლი ზარქუა – მამუკა ხაზარაძეს: ნაგვით ავსებდით ხევებს ვაშლიჯვარში, დღეს რომ პრობლემა გვაქვს, ორმაგი სტანდარტი მიუღებელია ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვისაც, არ გაგიტარებთ ამას
“ნაგვით ავსებდით ხევებს ვაშლიჯვარში, დღეს რომ პრობლემა გვაქვს, ორმაგი სტანდარტი მიუღებელია ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვისაც, არ გაგიტარებთ ამას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა და მამუკა ხაზარაძეს მიმართა.
მისივე თქმით, დღეს ვერანაირი დეველოპერი ვერ ააშენებს სტადიონებზე კორპუსებს, ვერც სატყეო ზონაში.
„რაც შეეხება დღევანდელ „ამნისტიის კანონის“ – მეგონა, თქვენ ჩვენ დაგვასწრებდით და იტყოდით, ძალიან მაგარია და გვერდით დავუდგები, ამის მაგივრად დაიწყეთ გაუგებარი პრობლემებისა და პრეტენზიების წარმოთქმა. თბილისი როდის გიყვარდათ, ბატონო მამუკა? როდესაც დედაქალაქს თხოვდით, რომ სატყეო ზონიდან 5 ათასი სამშენებლო ზონად გაგეკეთებინათ? მაშინ გიყვარდათ ალბათ თბილისი, თუ მაშინ გიყვარდათ, როდესაც თქვენი სათავო ოფისის მშენებლობისთვის ნაგვით აავსეთ ხევები. ნუ ეცდებით ამის უარყოფას, ჯარიმები მაქვს აგერ მოტანილი, თუ გიმალავენ, ეს არ ვიცი. მაშინ გამოდით და თქვით, რომ ვერ ვმართავ კომპანიასო. ნაგვით ავსებდით ხევებს ვაშლიჯვარში, დღეს რომ პრობლემა გვაქვს. ორმაგი სტანდარტი მიუღებელია ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვისაც, არ გაგიტარებთ ამას. მაშინ გიყვარდათ თბილისი, როდესაც რეკრეაციული ზონიდან ითხოვდით საცხოვრებელი ზონის აშენებას და 41 კვადრატით მეტი ააშენეთ, მაშინაც გიყვადათ ხომ თბილისი, უნდა ითქვას სიმართლე“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.