რატი ბრეგაძე: სტრასბურგის სასამართლომ „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ – ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმის განხილვა განაახლა – ბრძოლა გრძელდება

“სტრასბურგის სასამართლომ „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ – ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმის განხილვა განაახლა”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სიმართლე ამ საქმეში საქართველოს მხარესაა.

„სტრასბურგის სასამართლომ „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ – ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმის განხილვა განაახლა. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი მტკიცებულებები და დარწმუნებული ვართ, რომ ამ საქმეზეც, ისევე როგორც წინა საქმეებში, გამარჯვებას მოვიპოვებთ. სიმართლე ამ საქმეში საქართველოს მხარესაა და ბრძოლა გრძელდება”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივრის, ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე განხილვა განაახლა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ზედამხედველობს, დეპორტირებულთა საქმეზე რუსეთს ვალდებულების შესასრულებლად საბოლოო ვადა განუსაზღვრა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები