დავით სერგეენკო: ჩვენ ძალისმიერი შერკინება არ შეგვიძლია და ვითარების გამწვავება, ამიტომ, მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი გვაქვს და ჩემი მოლოდინები ოპტიმისტურია

“მცოცავი ოკუპაცია ადამიანური, ყველანაირი ლოგიკით, ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობით მიუღებელია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი აქვს.

,,მცოცავი ოკუპაცია ადამიანური, ყველანაირი ლოგიკით, ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობით მიუღებელია. სამწუხაროდ, ჩვენ ძალისმიერი შერკინება არ შეგვიძლია და ვითარების გამწვავება, ამიტომ, მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი გვაქვს და ჩემი მოლოდინები ოპტიმისტურია.

საერთაშორისო სამართალს ბევრი ბერკეტი გააჩნია და არასოდეს ყოფილა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სიტყვებად დარჩენილიყო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდება ნებისმიერ ქვეყანას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივრის, ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე განხილვა განაახლა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ზედამხედველობს, დეპორტირებულთა საქმეზე რუსეთს ვალდებულების შესასრულებლად საბოლოო ვადა განუსაზღვრა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები