სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციასთან „მშვიდობა და სპორტი“ სპორტის, როგორც მშვიდობის ხელშეწყობის ინსტრუმენტის მნიშვნელობა განიხილა
საქართველოს პრეზიდენტი, მონაკოს სამთავროში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტის“ პრეზიდენტს ჯოელ ბუზუს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნის განსაკუთრებულ ვალდებულებაზე ყოველწლიურად აღნიშნოს 6 აპრილი – სპორტის საერთაშორისო დღე, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული.
აღინიშნა, რომ სპორტი შეიძლება იყოს გამოყენებული საქართველოში სოციალური ინტეგრაციისა და მშვიდობის ხელშეწყობისთვის.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9 ივნისს სამუშაო ვიზიტით მონაკოს სამთავროს ეწვია.