კახა კუჭავა ნიდერლანდების ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ასევე, მრავალპარტიული პარლამენტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურება და ამ მხრივ სხვადასხვა ფორმატის, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფების შესახებ გაამახვილეს ყურადღება.

კახა კუჭავამ ელჩს სამომავლო გეგმები გააცნო.
ხაზი გაუსვა პარლამენტში ინკლუზიური პროცესის მნიშვნელობას და ამ პროცესში მისი, როგორც თავმჯდომარის დაბალანსებული პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. მააიკე ვან კოლდამმაა ნიდერლანდების სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები