შალვა პაპუაშვილი: იმ ოპოზიციისგან, რომელიც ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსებას შავ ხვრელს ეძახის, ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით შენიშვნას ვერ მივიღებთ

„იმ ოპოზიციისგან, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებზე თანხის გამოყოფასა და დაფინანსებას შავ ხვრელს ეძახის, ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით ვერ მივიღებთ ვერანაირ შენიშვნას“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მმართველი გუნდის წევრი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა კეთდება ჯანდაცვის სფეროში.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს ონკოლოგიურ პაციენტზე საშუალოდ 22 ათასი ლარი იხარჯება.

„რამდენადაც ვიცი, დღეს ონკოლოგიურ პაციენტზე საშუალოდ 22 ათასი ლარი იხარჯება და იმ ოპოზიციური ძალებისგან, რომელიც ასეთ დაფინანსებას შავ ხვრელს ეძახის, მორალურად მიუღებელია საერთოდ რაიმე შენიშვნა ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები