მიხეილ სარჯველაძე: სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებისთვის გამოიყოფა კონკრეტული დაფინანსება იმისთვის, რომ პარტიები გაძლიერდნენ

“სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებისთვის გამოიყოფა კონკრეტული დაფინანსება იმისთვის, რომ პარტიები გაძლიერდნენ”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარტიების დაფინანსების კანონზე საუბრისას პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის სწორი კანონპროექტი იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან სწორი მიმართულებით ასტიმულირებს პროცესს.

„ეს კანონი სამართლიანია იცით, რატომ?! – აქ საუბარია ძალიან მარტივ ჭეშმარიტებაზე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებისთვის გამოიყოფა კონკრეტული დაფინანსება იმისთვის, რომ პარტიები გაძლიერდნენ და ეს დაკავშირებულია უშუალოდ, კონკრეტულად საპარლამენტო საქმიანობასთან. ეს არის სწორი კანონპროექტი იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან სწორი მიმართულებით ასტიმულირებს პროცესს. აბსოლუტურად გაუგებარი იყო მთელი ცივილიზებული საზოგადოებისთვის, რატომ არ შედიოდნენ პარტიები პარლამენტში და რატომ ამბობდნენ უარს რეალურად საპარლამენტო ფუნქციისა და მანდატის განხორციელებაზე“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

პლენარულ სხდომაზე პარტიების დაფინანსების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები