ანრი ოხანაშვილი – ამნისტიაზე: ადამიანის უფლებაა, გააკეთოს არჩევანი პატიებასა და ამნისტიის არმიღებას შორის

“ადამიანის უფლებაა, გააკეთოს არჩევანი პატიებასა და ამნისტიის არმიღებას შორის”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის შეთავაზება, რომ ადამიანს არჩევანის თავისუფლება წაერთვას, აბსურდულია.

„ჩვენ არავის არ ვთხოვთ თანხმობას – აქ საუბარია იმაზე, რომ პირს უნდა ჰკითხოს კონკრეტულმა უწყებამ, სურს თუ არა მას პატიების მიღება. ეს არის ადამიანის უფლება, გააკეთოს არჩევანი პატიებასა და ამნისტიის არმიღებას შორის. ოპოზიცია გვთავაზობს აბსურდულ რამეს, რომ ადამიანს არ ვკითხოთ, საერთოდ სურს თუ არა მას ამნისტიის მიღება, წავართვათ მას არჩევანის თავისუფლება და ვაიძულოთ ამნისტიის მიღება. „ნაცმოძრაობის“ წევრთა უმეტესობა კი ამბობს, რომ ამნისტიას არანაირი სახით არ დაუჭერენ მხარს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

9 ივნისს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები