კახა კუჭავა: სექტემბრამდე გადაწყდება საპარლამენტო კომიტეტებში კვოტების რაოდენობის შეცვლის საკითხი

საპარლამენტო კომიტეტებსა და კომისიებში ფრაქციების წარმომადგენლობის კვოტებთან დაკავშირებით კონსულტაციები საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ გაგრძელდება, – ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.

„პარლამენტი განიხილავს და სექტემბრამდე გადაწყდება კომიტეტებში კვოტების რაოდენობის შეცვლის საკითხი და მაქსიმალურად შეეცდება დაკმაყოფილდეს ყველა დეპუტატის მოთხოვნა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.
კვოტების რაოდენობის შეცვლის საკითხი პარლამენტში ახალი პოლიტიკური პარტიების შემოსვლამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები