ანრი ოხანაშვილმა და რატი ბრეგაძემ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს შეხვდება, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც „ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსს”, „სისხლის სამართლის კოდექსსა” და „მეწარმეთა შესახებ” კანონებს უკავშირდება.
„ჩვენ შევთანხმდით შემდგომი თანამშრომლობის ფორმატზე. იუსტიციის სამინისტროს ექნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მტკიცე მხარდაჭერა ყველა მის მნიშვნელოვან წამოწყებასა თუ დაგეგმილ რეფორმაში”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – დავით მათიკაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე – რატი იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები