მეუფე იაკობი: ზედმეტ პატივად მიმაჩნია, გახარიაზე ბევრი ვილაპარაკო – ეკლესიას ისე ექცეოდა, როგორ შეიძლება, რომ მობრუნდეს
“გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი არ არის”, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ყოფილ პრემიერზე, გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერობისა და შს მინისტრობის დროს გახარია ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა.
„გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი არ არის. ძალიან ზედმეტ პატივად მიმაჩნია, ბატონ გახარიაზე ბევრი ვილაპარაკო. მე ის მიკვირს – ეკლესიას ისე ექცეოდა, როგორ შეიძლება, რომ მობრუნდეს. ადამიანი, რომელიც პრემიერი თუ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა. მასზე ტყუილი არაფერი მაქვს ნათქვამი. გიდასტურებთ, რაც ვთქვი. ხომ ამბობდით ჩემზე, ნასვამმა თქვაო, ამას ფხიზელი გეუბნებით“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.