თელავში, ქალაქის ცენტრში ახალგაზრდებს შორის მომხდარი კონფლიქტის დროს ერთ-ერთი მათგანი თავის არეში მაკრატლით დაჭრეს. ის თბილისშია გადმოყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური, თუმცა, მძიმეა.
რაც შეეხება მეორე დაშავებულს, ის სხეულის დაბეჟილობებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს. ის თელავის მერის ყოფილი მოადგილის, აკა საჩიშვილის შვილია.
რა გახდა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. შემთხვევა 8 ივნისს მოხდა.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124- ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.