ხატია დეკანოიძე: პარტიების დაფინანსებაზე ცვლილებები დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველოში რაც შეიძლება შესუსტდეს პოლიტიკური პლურალიზმი

“პარტიების დაფინანსებაზე ცვლილებები დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველოში რაც შეიძლება შესუსტდეს პოლიტიკური პლურალიზმი”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქით, კანონპროექტი დემოკრატიის განვითარების ინტერესებს არ ემსახურება.

,,ეს კანონპროექტი დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველოში რაც შეიძლება შესუსტდეს პოლიტიკური პლურალიზმი. თუ ხელისუფლება არის დემოკრატიის განვითარების მხარდამჭერი, მის ინტერესებში უნდა იყოს ძლიერი პარტიები, მაგრამ, ალბათ, გახსოვთ, ჩვენ რომ გვემუქრებოდნენ და კანონპროექტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩანაწერი ჩადეს, რაზეც პარტნიორებმა სერიოზული შენიშვნა უთხრეს. ახლა გადაწყვიტეს, თითქოს, შემსუბუქებული ცვლილება შემოიტანონ, რაც არ ემსახურება დემოკრატიის განვითარების ინტერესებს“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

საკანონმდებლო ცვლილებები საპარლამენტო მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიისთვის სახელმწიფო დაფინანსების დაკარგვას ითვალისწინებს. დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებები 2022 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები