კომიტეტებსა და კომისიებში წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის კომიტეტებსა და კომისიებში წევრთა რაოდენობისა და კვოტების განსაზღვრის საკითხებზე იმსჯელა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობა ოთხი ფრაქციის, ერთი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფისა და ერთი უფრაქციო პარლამენტის წევრით განისაზღვრება.
პარლამენტში, ახალი პოლიტიკური პარტიების შემოსვლიდან გამომდინარე, ასევე განისაზღვრა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები კომიტეტებსა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში, – აღნიშნულია ინფორმაციაში.