ალუდა ღუდუშაური: მეორე მოსმენით მივიღეთ ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც მიგვაჩნია, რომ სრულ თანხვედრაშია მიშელის შეთანხმებასთან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით იქნა მიღებული, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტთან თანხვედრაშია.
მისივე შეფასებით, ოპოზიცია მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების კეთებით იყო დაკავებული.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ ნაცვლად იმისა, რომ მოგვესმინა საგნობრივი და თემატური კითხვები ან პოზიციის დაფიქსირება, მათ მთელი ეს დრო გამოიყენეს პოლიტიკური შეფასებებისა და პოლიტიკური განცხადებებისთვის. ამიტომ ჩვენ, ბუნებრივია, მივიღეთ მეორე მოსმენით ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის სრულ თანხვედრაში მიშელის შეთანხმებასთან, ასევე, სამართლებრივად არის გამართული, რასაც ვერ ვიტყვით ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ დაინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით”, – აცხადებს ალუდა ღუდუშაური.