ირაკლი ქადაგიშვილი: თუ პარტიები არ არიან საპარლამენტო ცხოვრების ნაწილი და შეგნებულად იწყებენ საბოტაჟს, უნდა დაისვას მათი დაფინანსების საკითხი
“თუ პარტიები არ არიან საპარლამენტო ცხოვრების ნაწილი და შეგნებულად იწყებენ საბოტაჟს, უნდა დაისვას მათი დაფინანსების საკითხი”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პარტიების დაფინანსების საკითხზე განაცხადა.
მისი თქმით, ცვლილებები არ ეხება რომელიმე პარტიას, პოლიტიკურ პროცესსა და პარტიების კონსტიტუციურ მუშაობას.
„კანონპროექტი მოწოდებულია იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი თანხას იღებენ ხალხის ბიუჯეტიდან და თუ ისინი არ ასრულებენ კანონით დაკისრებულ მოვალეობებს, ანუ არ არიან საპარლამენტო ცხოვრების ნაწილი და შეგნებულად იწყებენ საბოტაჟს და არა – ბოიკოტს, რადგან ბოიკოტი საპარლამენტო ცხოვრების რეგლამენტირებული ნაწილია, ამ შემთხვევაში უნდა დაისვას მათი დაფინანსების საკითხი. ეს ცვლილებები არ ეხება რომელიმე პარტიას, პოლიტიკურ პროცესსა და პარტიების კონსტიტუციურ მუშაობას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.