ანრი ოხანაშვილი: კანონპროექტში არის წითელი ხაზი, თუ ვის და რა მუხლებს არ შეეხება ამნისტია

​პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ამნისტიის კანონპროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არის წითელი ხაზი, თუ ვის და რა მუხლებს არ შეეხება ამნისტია.

“მაკო გომურს, და არამხოლოდ მას, პოლიციელს, იმიტომ რომ მათ მხარესაც არის ხალხი, ვინც დაკარგა მხედველობა, მათ შორის, თვალი. თუ დადასტურდება, რომ ამ ადამიანებს ვინმემ მიზანმიმართულად, განზრახ თვალი დაუზიანა და ეს შედეგი დადგა, მათ ამნისტია არ შეეხებათ. ასევე, ამნისტია არ შეეხება იმ კონვენციურ მუხლებს, რაც წერია პროექტში. არის წითელი ხაზი, თუ ვის და რა მუხლებს არ შეეხება”, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები