“სინოვაკის” ვაქცინით აცრაზე რეგისტრაცია 14 ივნისიდან განახლდება

“სინოვაკის” ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით რეგისტრაცია როგორც პირველ, ასევე მეორე დოზაზე 14 ივნისიდან განახლდება. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 9 ივნისს  “​სინოვაკის” ვაქცინის მეორე დოზით რეგისტრაცია დაიწყება.

“”სინოვაკის” მეორე დოზა კეთდება პირველი აცრიდან 14-28 დღის შუალედში. “სინოვაკის” ვაქცინა, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული ვაქცინაა. 1-ელ ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ “სინოვაკის” ვაქცინას 18 წლის ასაკიდან გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მისცა . საქართველოში “სინოვაკის” 100 000 დოზა ვაქცინა 29 აპრილს შემოვიდა და დღემდე პირველი დოზით აცრილია 17 199 მოქალაქე.

აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებ გვერდს: booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522″, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები