ცნობილი გახდა ჟენევაში ის ადგილი, სადაც ბაიდენისა და პუტინის სამიტი გაიმართება (ფოტო)

აშშ-ისა და რუსეთის პირველი პირების სამიტი გაიმართება 16 ივნისს ჟენევაში, მე-XVIII საუკუნის ვილაში, რომლის სახელწოდებაა ლა-გრანჟი, ჟენევის ტბაზე ხედით.

ამის შესახებ Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

შვეიცარიის პოლიციამ და არმიამ ვილას მიმდებარე ორი პარკი დახურა, ასევე, ბარიკადები და მავთულხლართები აღმართეს.

შეხვედრის ადგილმდებარეობა ოფიციალურად დღეს დადასტურდება.

კლასიკური ვილა მდებარეობს ჟენევის ტბის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ მდებარე პარკში. ის გარშემორტყმულია სეკვოიას ხეებით, ბუჩქებითა და ძველი შადრევნებით.
პარკიდან იშლება განსაცვიფრებელი ხედი ჟენევის ტბაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები