ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი: აშშ-ევროკავშირის სამიტზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერა იქნება

ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი, ვალდის დობროვსკისი აცხადებს, რომ აშშ-ევროკავშირის სამიტზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი აღმოსავლეთ პარტნიორების: უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერა იქნება.

ამის შესახებ მან ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სესიაზე „დიდი შვიდეულისა“ და აშშ-ევროკავშირის სამიტებისთვის მომზადების საკითხი განიხილებოდა.

ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტის თქმით, აშშ-თან განხილული იქნება კრიტიკული გეოპოლიტიკური გამოწვევები, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების მხარდაჭერა, დასავლეთ ბალკანეთში ერთობლივი ჩართულობის გაძლიერება, ასევე, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში სტაბილურობის უზრუნველყოფა.

წყარო :1tv.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები