ირაკლი კობახიძე: უზრდელობა არ არის ღირსეული საქციელი, მით უმეტეს, ყოფილი პრემიერის მხრიდან

“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრემიერის, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას გუშინდელი ინტერვიუ შეაფასა.

მისი თქმით, გახარიას კითხვებზე პასუხები არ ჰქონდა.

“როდესაც ადამიანს არ აქვს არგუმენტები და არ აქვს კითხვებზე პასუხები, ვნახეთ, რომ გუშინ ყველა კითხვას გაექცა, ასეთ დროს გადადის უზრდელობაზე, რაც იყო ძალიან დასანანი. უზრდელობა არ არის ღირსეული საქციელი, მით უმეტეს, ყოფილი პრემიერის მხრიდან და, რა თქმა უნდა, მას ეს საქციელი უნდა დავუწუნოთ”, – აღნიშნა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები